2 ქალი მეწარმე ქობულეთიდან ესპანეთში უფასო გადამზადებას გაივლის

blog

2 ქალი მეწარმე ქობულეთიდან ესპანეთში უფასო გადამზადებას გაივლის

აგვისტო 28, 2018

„საქმიან ქალთა გაერთიანება“ პროექტის „ქალი მეწარმე ჩემი რეგიონიდან“ ფარგლებში ქობულეთს ესტუმრა. UBL-ის პრეზიდენტმა ეკატერინე მაისურაძემ და ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრ „იბერიას“ დამფუძნებელმა და UBL-ის ბორდის წევრმა ქეთი გორგილაძემ გამართეს შეხვედრა ადგილობრივ საქმიან ქალებთან. შევხვდით ქალბატონებს, რომლებიც საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში.

 

შეხვედრის მთავარი მიზანი კი იყო საქმიანი ქალების გაცნობა, ხელშეწყობა და ყველაზე მთავარი მათთვის ახალი შესაძლებლობების მიცემა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეირჩა 2 საქმიანი ქალი ქობულეთის რეგიონიდან, რომელიც ჩვენი დახმარებით გაივლის 1 კვირიან უფასო პროფესიულ გადამზადებას ესპანეთში.

 

ქობულეთის რეგიონი მხოლოდ დასაწყისია, „საქმიან ქალთა გაერთიანება“ და ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრი „იბერია“ გეგმავს პროექტის „ქალი მეწარმე ჩემი რეგიონიდან“  ფარგლებში დაეხმაროს და გადაამზადოს საქმიანი ქალბატონები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

 

მადლობა ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღას“ ჩვენი მასპინძლობისთვის, განსაკუთრებული მადლობა კი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ დავით მჭედილშვილს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.