გლობალური ბიზნეს ფორუმი 2017

blog

გლობალური ბიზნეს ფორუმი 2017

სექტემბერი 18, 2017

შეფასება

 

კარენ ტრეისი

ქალთა ორგანიზაციის პრეზიდენტი

 

ვულოცავ „საქმიან ქალთა გაერთიანებას“ წარმატებული ღონისძიების ჩატარებას, რომელიც უმშვენიერეს საქართველოში ჩატარდა. ღონისძიება ორ დღიანი იყო და უმასპინძლა 200 უცხოელ საქმიან ქალბატონსა და მსოფლიო დონის სპიკერებს. მოხარული ვარ, რომ პატივი მერგო მიმეღო მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში და მოუთმენლად ველოდები მომავალი წლის გლობალურ ბიზნეს ფორუმს.

 

 

ანა-მზია ჰუნგერლ-ძაძამია

სიმენსი

 

მე მჯერა, რომ გლობალური ბიზნეს ფორუმის მოდელი, „ბიზნესი ბიზნესისთვის“, შესანიშნავია და ვუწევ რეკომენდაციას ყველა მცირე, საშუალო და დიდი ზომის ბიზნესს.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეხვდეთ სხვადასხვა სექტორის ბიზნესმენებს, რომლებსაც ბიზნესის განვითარებასთან დაკავშრებით საინტერესო იდეები აქვთ და სურთ თავიანთი კავშრების გაფართოება. სწორედ ამ ფორუმზე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ დაამყაროთ ახალი კავშრები და შექმნათ გრძელვადიანი პარტნიორობა. აუცილებლად დავესწრები მომავალი წლის ღონისძიებას და ველოდები უფრო დიდ მრავალფეროვნებას.

 

 

მარუტ ტანსუ

Gloria LLC

 

2017 წლის გლობალური ბიზნეს ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო, რასაც კი ოდესმე დავსწრებივარ. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს არაჩვეულებრივი სპიკერების შერჩევისთვის. ისინი ბიზნესის საინტერესო და პრაქტიკულ გამოწვევებზე საუბრობდნენ. განათლებული ქალბატონების როლი, ბიზნესში, შეუცვლელია და მე დარწმუნებული ვარ, რომ გლობალური ბიზნეს ფორუმის მსგავსი ღონისძიებები შესანიშნავი შთაგონება იქნება ქალბატონებისთვის, რომ იპოვონ საკუთარი ადგილი წინააღმდეგობებით აღსავსე სამყაროში.

 

 

ვანიტა დალტა

ინდოელ ქალთა კავშირი

 

გლობალური ბიზნეს ფორუმი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო “International Career Women”-ისთვის, რადგან მსგავსი ტიპის საუბრები ყოველთვის მნიშნელოვანი და სასარგებლოა. მადლობას გიხდით იმისთის, რომ მომეცით შესაძლებლობა დავსწრებოდი კონფერენციას.

 

 

სოფი იბოტსონი

ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

 

2017 წლის გლობალურ ბიზნეს ფორუმზე თავი მოიყარეს მოწინავე ქალმა ბიზნეს ლიდერებმა. ქალბატონები იყვნენ არამხოლოდ საქართველოდან და გაერთიანებული სამეფოდან, არამედ ინდოეთიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ყაზახეთიდან. დისკუსიებმა და გამოსვლებმა მაჩვენეს, რომ ჩვენ საერთო გამოცდილება გვქონდა კონკრეტულ საკითხებში თუმცა, გეოგრაფიულმა და კულტურულმა მრავალფეროვნებამ ამ გამოცდილებებისა თუ პრობლემების განსხვავებულად გადაჭრის გზები დამანახა.