მისია & მიზნები

"საქმიან ქალთა გაერთიანების" წევრი ქალბატონები სხვადასხვა ქვეყნიდან უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებას და ირჩევენ სწორ გზას ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, გამხნევება, მოტივაცია და მხარდაჭერა იმ ბიზნესში ჩართული ქალბატონებისა, რომლებიც უკვე წარმატებულები არიან ან მათი ვინც ამ გზას ახლა დაადგა.

 

ორგანიზაცია, როგორც "საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის" შვილობილი კომპანია, მიზნად ისახავს განავითაროს ქალის როლი ბიზნეს-სამყაროში.

 

ჩვენი მიზანია:

 

  • განავითაროს წევრებს შორის ძლიერი კავშირი, რაც აუცილებლად გახდება წარმატებული მეწარმეობის წინაპირობა
  • დაგეგმოს ქალის კეთილდღეობის გამაძლიერებელი ღონისძიებები, როგორებიცაა კონფერენციები, ფორუმები, მასტერკლასები, ტრენინგები და ა. შ
  • ახალგაზრდა მეწარმეებისთვის დახმარების გაწევა, მათთვის საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობის მიცემა
  • ქალთა სამეწარმეო პროექტების წახალისება
  • სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების და აუქციონების ორგანიზება, ქველმოქმედებაში წვლილის შეტანის მიზნით