საპატიო წევრები

 

 

 

ვიქტორია ჰორვატი

ბუდაპეშტი, უნგრეთი

 

 

დოქტორი ვიქტორია ჰორვატი არის ამჟამინდელი უნგრეთის ელჩი საქართველოში. დიპლომატიურ მისიამდე ის ჩართული იყო ექპორტის განვითარების პროცესში ჩინეთში, მონღოლეთში, ყირგზეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და შუა აღმოსავლეთში.

 

2012-2014 წლებში იყო ტურიზმის მინისტრი უნგრეთში. იგი აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ გაეძლიერებინა ქალის როლი სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ასევე იყო ორგანიზატორი Added Value-Women for CEE (Women Central and Eastern Europe), რომლის მიზანიც იყო მჭიდრო კავშირი უცხოელ ქალ მსახიობებს შორის. ის იყო ბუდაპეშტის ქალთა ფორუმის ორგანიზატორი 2016 წელს Water Summit-ზე. ქალბატონი ჰორვატი არის სათათბირო კომიტეტის წევრი უნგრულ სასტუმროს ფედერაციაში, დამაარსებელი და წევრი Széchenyi-ის ეკონომიკური განვითარების ასოციაციის ისევე, როგორც ვაჭრობის პალატის  და ინდუსტრიის წევრი ზალას ოლქში, უნგრეთში.

 

 

 

 

 

 

მოუზა ჰატიმ ალ შამსი

არაბთა გაერთიანებული საამიროები, დუბაი

 

მოუზა ჰატიმ ალ შამსი არის ქალთა ორგანიზაციის UAQ Women Business Council ვიცე თავმჯდომარე. ასევე მოდის დიზაინერი რომელიც ფლობს ბუტიკის ტიპის მაღაზიას - Boutique Mouzan.

 

ამავდროულად ქალბატონი მოუზა არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე და შედეგებზე ორიენტირებული საბანკო საქმის პროფესიონალი, 14 წლიანი წარმატებული გამოცდილებით. ქალბატონი  მოუზა ამჟამად მუშაობს აბუ დაბის წამყვან ბანკში First Abu Dhabi Bank (FAB).

 

 

 

 

ვანიტა დალტა

ჰიდერაბადი, ინდოეთი

 

ვანიტა დალტა არის CII ინდოეთის ქალთა ქსელის თავმჯდომარე, ELICO Ltd-ის თავმჯდომარის მოადგილე და მმართველი დირექტორი ELICO Health Care Service Ltd-ის, რომელიც გახლავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და შუა აღმოსავლეთში ძირითადი სერვისის პროვაიდერი კომპანია ჯანდაცვის სფეროში.

 

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მან გამოცდილება მიიღო სხვადასხვა სექტორებში როგორებიცაა ფინანსური, სადაზღვევო, ელექტრო ენერგია, ინსტრუმენტაციისა და BPO სერვისში ამერიკასა და ინდოეთში.

 

ქალბატონი ვანიტა იყო CII ნაციონალური კომიტეტის, განუვითარებელი უბნების განვითარების და CII ნაციონალური კომიტეტის, ქალთა გაძლიერების წევრი.

 

ამას გარდა, ის ემსახურებოდა CII HR პანელს სამხრეთ რეგიონში, CII CSR პანელს, AP State, CII ფინანსები და გადასახადების მიმართულებით, ქალთა გაძლიერებისთვის. ქალბატონი ვანიტა ასევე იყო  ‘Green Homes’ კომიტეტის ხელმძღვანელი.