ბორდის წევრები

 

ეკატერინე მაისურაძე, საქართველო

პრეზიდენტი

 

ქ. ნ ეკატერინე მაისურაძეს დიდი გამოცდილება აქვს, როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწეობისა. ორგანიზაციის პრეზიდენტი, არის მაგალითი იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც გამოწვევად მიაჩნიათ ოჯახის და ბიზნეს სფეროში ერთობლივი წარმატების მიღწევა.

 

ქ. ნ ეკატერინე მაისურაძე იყო საერთაშორისო საგანმანათლებლო ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დღეს  კი წარმატებული ქალბატონია ბიზნეს სექტორში. მას წვლილი შეაქვს საგანმანათლებლო, სამედიცინო და  ტურიზმის სფეროს განვითარებაში. ორგანიზაციის პრეზიდენტი წლების განმავლობაში თანადგომას უცხადებს და აძლიერებს  ქალთა ორგანიზაციებს.

 

 

 

 

 

 

 

 

მაკო აბაშიძე, დიდი ბრიტანეთი

ვიცე-პრეზიდენტი

 

საზოგადოებისთვის ცნობილი ხელოვანი მშობლების წყალობით, მისი ცხოვრება მუდმივად უკავშირდებოდა მოგზაურობას. ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სტოკჰოლმში, ტოკიოში და ა. შ.

 

ქ. ნ მაკო 20 წელზე მეტია დიდ-ბრიტანეთში მოღვაწეობს. ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე, წამყვან კომპანიებში.  ის საკმაოდ ცნობადი სახეა, როგორც დიდი-ბრიტანეთის, ასევე ქართულ ბიზნეს წრეებში.

 

დღეს UBL-ის ვიცე-პრეზიდენტი ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის თანადამფუძნებელი და დირექტორია. წარმატებული ბიზნეს საქმიანობის პარალელურად, მაკოს ჰყავს ოჯახი და 3 შვილი.

 

 

 

 

 

 

ნონა მამულაშვილი, საქართველო

ვიცე-პრეზიდენტი

 

ქ. ნ ნონას განათლება  მიღებული აქვს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში. არის ბაკალავრის დიპლომის მფლობელი ბიზნესის ადმინისტრირების დარგში (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი), მაგისტრის ხარისხი კი მოპოვებული აქვს დიპლომატიაში ვესტმინისტერის უნივერსიტეტში (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო), მეორე მაგისტრის აკადემიური ხარისხი არაბული და ისლამური ცივილიზაციების განხრით სორბონის უნივერსიტეტში მოიპოვა (პარიზი, საფრანგეთი). დოქტორის ხარისხი კი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სორბონის/ჰარვარდის უნივერსიტეტში (საფრანგეთი/ა.შ.შ) აქვს მიღებული.

                 

დღეს ქ. ნ ნონა კორპორატიული ურთიერთობების მენეჯერია „ფილიპ მორის საქართველოში“. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა,  როგორც რეგიონალურ ბაზრებზე წვდომის მენეჯერი კომპანია Pfizer-ში,   British American Tobacco Georgia-ში როგორც კავკასიის რეგიონის კორპორატიული ურთიერთობების მენეჯერი და სხვა. ქ. ნ ნონას ასევე აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, იკავებდა უფროსი მრჩევლის პოზიციას პრეზიდენტის აპარატში, მოგვიანებით კი გახლდათ პოლიტიკური ანალიტიკოსი  საგარეო საქმეთა სამინისტროში. დღეს ქ. ნ ნონა მამულაშვილი არის ასოცირებული პროფესორი და პარალელურად ასწავლის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

  

 

ქეთევან ბოჭორიშვილი  თბილისი, საქართველო

ბორდის წევრი


„ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე. აქვს 17 წლიანი გამოცდილება მენეჯმენტში, მათ შორის შვიდი წელი საქართველოს საჯარო სექტორში აღმასრულებელ პოზიციაზე. აღსანიშნავია მისი წარმატებული მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დემოკრატიული გზით არჩეული ორი მთავრობის სხვადასხვა ხელმძღვანელობის პერიოდში. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ეკონომიკის განვითარებაში, კერძოდ: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, მცირე და საშუალო ბიზნესის, ექსპორტის, ტურიზმის განვითარებაში, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო სარეკლამო კამპანიების გზით.

 

ქ. ნ ქეთევანმა მიიღო  მაგისტრის ხარისხი საჯარო მენეჯმენტში ბოკონის მენეჯმენტის სკოლაში (მილანი, იტალია). ხოლო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო კონფლიქტების გადაჭრის სფეროში, მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. საერთაშორისო გამოცდილების მოპოვებაში და სამეწარმეო უნარების განვითარებაში ქ. ნ ქეთევანს დაეხმარა სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა ისეთ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში როგორებიცაა: ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი (ა.შ.შ), იაკოკკას ინსიტუტი(ა.შ.შ) და კარლის უნივერსიტეტი (ჩეხეთის რესპუბლიკა).

 

 

 

 

 

 

 ვივიან აფენ გილე, საფრანგეთი 

ბორდის წევრი

 

ქ. ნ ვივიანი Reims University-ის პროფესორია. ლიტერატურის მცოდნე, ნიჭიერი პოეტი აქტიურად იცავს ქალების და ბავშვების უფლებებს მთელს მსოფლიოში. ის ასევე მუშაობდა  საქველმოქმედო ორგანიზაციებში, წითელ ჯვარში,  რობერტ დებრის საავადმყოფში და სხვა. ქ. ნ ვივიანი აქტიურად თანამშრომლობს დაწესებულებებთან, რომლებიც ეხმარებიან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს განათლების მიღებაში.

ქ. ნ ვივიანი  მონაწილეობს გაბონსა და სენეგალში (აფრიკაში) მიმდინარე პროექტებში, რომელთა მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის მიცემა. ის ასევე Femmes du CGR აქტივისტია. ორგანიზაცია შედგება ქალბატონებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან დიქტატურას და იბრძვიან ქალების უფლებების დასაცავად, განვითარებად ქვეყნებში.

ქ.ნ გილეს ჰქონდა პატივი ემსახურა გაბონის პირველ ლედისთან, Edith Lucie Bongo-სთან. ეს გამოცდილება იყო ერთ-ერთი შთაგონება ქ.ნ  ვივიანისთვის, რომ აქტიურად ჩართულიყო ქველმოქმედებაში და მისი წვლილი შეეტანა ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხში.  

 

 

თეა პაპიაშვილი, საფრანგეთი

ბორდის წევრი

 

ქ. ნ თეა  ქართულ-ფრანგული მეგობრობის კლუბის თანადამფუძნებელია. ის აქტიურად  მონაწილეობს სხვადასხვა ეკონომიკურ,  კულტურულ-ისტორიულ და სოციალურ აქტივობებში. მისი ქარიზმა უმაღლებს ქალბატონებს მოტივაციას და ეხმარება მიაღწიონ დასახულ მიზნებს.

 

როგორც საერთაშორისო ფესტივალის Sacres Da Folklore ორგანიზატორი, ქ. ნ თეა Reims-ში  მასპინძლობს 400-მდე ხელოვანს მთელი მსოფლიოდან. ღონისძიების მთავარი მიზანი, ქველმოქმედებაა. ფესტივალი, მათი საჭიროებიდან გამომდინარე, ეხმარება ათასობით ადამიანს მთელი მსოფლიოდან. ის ასევე  წმინდა ანდრეს კლინიკის ბორდის  წარმომადგენელია, საფრანგეთში. პარალელურად კი დაკავებულია იმ სტუდენტების დახმარებით, რომლებსაც სურთ იყვნენ საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციის წევრები.

 

 

 

 

ნათია ჯავახიშვილი, საქართველო,

ბორდის წევრი

 

«სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველოს გენერალური დირექტორი,              ქ-ნ ნათია ჯავახიშვილი ახორციელებს მის საქმიანობას პალატის იმ ძირითადი  მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, როგორიცა  საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება.  ქ-ნ ნათია, როგორც « საზღვარგარეთ საფრანგეთის მოქალაქეთა კავშირის » ბორდის და ასე « კავკასიის ფრანგული სკოლის » მმართველი კომიტეტის წევრი, აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში, რაც ემსახურება ქართული და ფრანგული ბიზნეს საზოგადოების პროფესიული ქსელის განვითარებას.

 

განათლება მიღებული აქვს პარიზის სორბონის უნივერსიტეტში, სადაც მას მიენიჭა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი ევროკავშირის ინსტიტუციების შესწავლის ფაკულტეტზე, სპეცილობით ევროპა-ამერიკა. ასევე გავლილი აქვს საერთშორისო კერძო სამართლის სპეციალური კურსი პარიზის პანთეონ-ასასის უნივერსიტეტში.

 

 

 

 

 

 

 

 

არიკა გოგიტიძე, საქართველო

ბორდის წევრი

 

ქ. ნ მარიკა 25 წელზე მეტია ბიზნეს სექტორში მოღვაწეობს. ყველაფერი კი მისი მცირე ბიზნესით დაიწყო, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ დიდ სირთულეებთან ასოცირდებოდა ორგანიზაციის დაფუძნება,  ქალების ჩართულობა ბიზნესში, კი საკმაოდ დაბალი იყო. მისი ორგანიზაცია თანამშრომლობდა შ. პ. ს ,,ეტალონ-ჟენევასთან’’. დღეს ქ. ნ მარიკა კომპანია ,,ჩერის’’ დამფუძნებელი და მფლობელია. ის აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში, ამის გამო მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისგან მადლობის წერილი.

 

ქ.ნ მარიკა გოგიტიძე დღეს წარმატებული დამსაქმებელი და მისაბაძი მაგალითია მრავალი საქმიანი ქალისთვის. მისი აზრით: ,,ჯერ უნდა გააკეთო ის, რაც აუცილებელია, შემდეგ კი ის, რაც შესაძლებელია და ასე ნელ-ნელა ისწავლი შეუძლებლის კეთებას, შეუძლებელი კი არაფერია’’

 

 

 

 

ქეთევან მალანია, საქართველო

ბორდის წევრი

 

პროფესიით ექიმი, დღეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მთავარი სპეციალისტია. წარმატებულ პროფესიულ კარიერასთან ერთად ასეთივე წარმატებით უძღვება ოჯახს და კერძო ბიზნესს.

 

ქ. ნ ქეთევანს განათლება რუსეთში აქვს   მიღებული. მას შემდეგ კი მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დღეს ქ.  ნ ქეთევანი წარმატებული საქმიანი ქალბატონია. აგრო ბიზნესის პარალელურად დაახლოებით 4 წელია უძღვება აპარტოტელს New Gudaur-ს.

 

 

 

 

 

 

 

ირინა მჭედლიძე, საქართველო

ბორდის წევრი

 

„საქმიან ქალთა გაერთიანების" ბორდის წევრი ირინა მჭედლიძე 20 წელზე მეტია ბიზნეს სექტორში მოღვაწეობს.  ქალბატონმა ირინამ დაამთავრა  აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი, ჩინური ენის (სინოლოგიის) ფაკულტეტი, რამაც ხელი შეუწყო მის ბიზნეს საქმიანობას საქართველოში.  მის სახელს უკავშირდება ქართული, ევროპული, ჩინური და  აზიური რესტორნების ქსელის  შექმნა, რომლებსაც წარმატებით ხელმძღვანელობდა მრავალი წლის მანძილზე.

 

ქალბატონი ირინა დღეს უკვე წარმატებული ქალბატონია ბიზნესში, ის რამდენიმე კომპანიის მფლობელი და თანადამფუძნებელია. მათ შორის - „საერთაშორისო ინოვაციური ტექნოლოგიები“,  ა(ა)იპ „რგა“ (რეგიონების კულტურულ - საგანმანათლებლო და ბიზნეს განვითარების ასოციაცია)  და „უნიკა გრუპი“, რომელიც ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვასა და გაძლიერებას.

 

 

 

 

ეკატერინე გეგია, საქართველო

ბორდის წევრი

 

ეკატერინე გეგია ბრიტანულ ქართული სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორია. იგი უძღვება პალატის მიერ ქვეყანაში დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის საქმიანი, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით განხორციელებულ აქტივობებს და ამჟამად ხელმძღვანელობს პროექტს სახელწოდებით „შეიძინე ბრიტანული ცოდნა“, რომელიც ხორციელდება ლონდონის ბიზნესისა და ფინანსების სკოლასთან თანამშრომლობით.

 

მას გააჩნია მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება საქართველოში მოღვაწე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის, ეუთო-ს, გაერო-ს განვითარების პროგრამის, გაეროს ბავშვთა ფონდის, კავკასიის რეგიონული გარემოს დაცვის ცენტრის, და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ქვეყანაში მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებში. ეკატერინეს მინიჭებული აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.