საქმიან ქალთა გაერთიანება

გაწევრიანდით
რეგისტრაცია
საწევრო აპლიკაციის ფორმა
ძებნა კატეგორიით

საქმიან ქალთა გაერთიანება

,,საქმიან ქალთა გაერთიანება'' (UBL) ერთგვარი გლობალური პლათფორმაა, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო დონის წარმატებულ ლიდერებს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ქალების ჩართულობის ზრდას ბიზნეს სექტორში. UBL-ის გუნდი ერთად მუშაობის 10 წელს ითვლის და შედგება წარმატებული, შემდგარი ქალბატონებისგან.

 

„საქმიან ქალთა გაერთიანება“ აკავშირებს და აერთიანებს წარმატებულ საქმიან ქალბატონებს, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც შესანიშნავი საშუალებაა გამოცდილების გაზიარების, ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარების  და შემდგომი წარმატებული პარტნიორობისათვის.

ორგანიზაციის მიზნები

"საქმიან ქალთა გაერთიანების" წევრი ქალბატონები სხვადასხვა ქვეყნიდან უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და ირჩევენ სწორ გზას ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია,  გამხნევება, მოტივაცია და მხარდაჭერა იმ ბიზნესში ჩართული ქალბატონებისა, რომლებიც უკვე წარმატებულები არიან, ან მათი ვინც ამ გზას ახლა დაადგა.

 

"საქმიან ქალთა გაერთიანება", როგორც "საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის" შვილობილი კომპანია, მიზნად ისახავს განავითაროს ქალთა როლი ბიზნეს-სამყაროში.

 

"საქმიან ქალთა გაერთიანების" გუნდის მიზანია:

 

  • განავითაროს წევრებს შორის ძლიერი კავშირი, რომელიც აუცილებლად გახდება წარმატებული მეწარმეობის წინაპირობა
  • დაგეგმოს ქალის კეთილდღეობის გამაძლიერებელი ღონისძიებები, როგორიცაა კონფერენციები, ფორუმები, მასტერკლასები, ტრენინგები და ა. შ
  • ახალგაზრდა მეწარმეებისთვის დახმარების გაწევა. მათთვის საერთაშორისო პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობის მიცემა.
  • ქალების სამეწარმეო პროექტების წახალისება
  • სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებების და აუქციონების ორგანიზება, რათა ორგანიზაციამ შეიტანოს საკუთარი წვლილი ქველმოქმედებაში

მომავალი ღონისძიებები

ადგილობრივი წევრები

 

 

  • საკონსულტაციო შეხვედრები/ ტრენინგები
  • პერსონალური ტურ-მენეჯერის მომსახურება
  • კლუბური შეხვედრები/ შეხვედრების ოთახით უფასო სარგებლობა
  • UBL-ის ჟურნალის უფასო გამოწერა
  • ბიზნეს პარტნიორების მოძიება სხვადასხვა ქვეყნიდან
  • ფასდაკლება UBL-ის ღონისძიებებზე (ფორუმი, კონფერენცია)
  • დახურულ ღონისძიებებზე მონაწილეობის შესაძლებლობა
  • შეხვედრები სამთავრობო წარმომადგენლებთან
  • ბიზნესის პრეზენტაციის შესაძლებლობა წევრებთან
  • B2B შეხვედრები

 

საერთაშორისო წევრები

 

 

  • პერსონალური ტურ-მენეჯერის მომსახურება

 

  • კლუბური შეხვედრები

     

  • საკონსულტაციო მომსახურება

 

  • ასისტირება კომპნიის რეგისტრაციაში 

 

  • პარტნიორების მოძიება

 

  • UBL-ის ღონისძიებებზე (ფორუმი, კონფერენცია) 25% ფასდაკლება

 

  • ფასდაკლება UBL-ის ჟურნალის გამოწერისას

 

  • სტომატოლოგიური და ესთეტიკური პროცედურების დაგეგმვა საქართველოში  

პარტნიორები